

თვენახევრიანი პაუზის შემდეგ რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები განახლდა.
„ავტობანის მშენებელი – „ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო ინჟინერიის კორპორაცია“ – თანხის ჩარიცხვას გვიგვიანებს, – ამბობს ხევის ბაღის მშენებელი კომპანია შპს „აკა კონტრაქშენის“ სამუშაოთა მწარმოებელი ნიკა ტაბატაძე, – ამის გამო იყო, რომ თვენახევარი სამშენებლო სამუშაოებს ვერ ვახორციელებდით. გასულ კვირაში, თანხის მიღებისთანავე, მშენებლობა განვაახლეთ.
ხევის ბაღის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობისთვის 1 200 000 ლარია განსაზღვრული“.
ხევის საბავშვო ბაღის ფუნქციონირება, მესამე წელია, შეფერხებულია. 2023-2024 სასწავლო წელს 12 აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას ხევის სკოლაში განთავსებულ სასკოლო მზაობის ჯგუფში იღებდა. ოცამდე აღსაზრდელი კი სკოლამდელი განათლების მიღმა იყო დარჩენილი.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!