დღეს, 2 ივლისს, ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში დღის ბანაკი 45 მოსწავლისთვის გაიხსნა. მოსწავლეთა სახლის დირექტორის მოადგილის, მაია ბლუაშვილის ინფორმაციით, ბანაკში 12-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები ჩაერთვნენ. ბანაკს კინომოყვარულთა წრის მასწავლებელი ლიკა ხიჯაკაძე ხელმძღვანელობს.
მოსწავლეები სამ ჯგუფად დაიყვნენ და თავიანთი ლიდერები აირჩიეს: „სფინქსი“ (ლიდერი თინათინ შავიძე), „მაუსები“ (ლიდერი თეკლა ნანიტაშვილი), „ჯარისკაცები“ (ლიდერი საბა სულაქველიძე).
„ბანაკში მონაწილეობის მსურველი გაცილებით მეტია, – ამბობს მაია ბლუაშვილი, – თუმცა, ამაზე მეტი მოსწავლის მიღებას ვერ შევძლებთ. ახალგაზრდები თავად გეგმავენ აქტივობებს, გასართობ ღონისძიებებს. ბანაკში ყოფნისას, დილის 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, მათ მობილური ტელეფონით სარგებლობა ეკრძალებათ.
დღის ბანაკში ხარაგაულის #2, #3, სასულიერო გიმნაზიის, ბაზალეთისა და ზვარეს სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ. აქ სრული თავისუფლება აქვთ – ყველაფერს თავად გეგმავენ და ახორციელებენ“.
მოსწავლეები შუადღისას სადილობენ, ხოლო შემდეგ წაიხემსებენ. დღის ბანაკის მონაწილეთა კვება 1 450 ლარით „ქუთაისის მოზარდთა სახლმა“ დააფინანსა.
გუნდებმა მოსწავლეთა სახლის მასწავლებლებთან ერთად ყოველდღიური აქტივობები დაგეგმეს. გასართობ ღონისძიებებთან ერთად, მოეწყობა ინტელექტუალური და სამაგიდო თამაშები.
ინგლისური ენის მასწავლებელმა ეკა ხარატიშვილმა დაგეგმა აქტივობა – „ვიცოდეთ ასი ზედსართავი“, მუსიკის მასწავლებელი დარეჯან გვაძაბია „მელომანს“ ჩაატარებს, ინტელექტუალურ თამაშს მათემატიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლები მაკა გელაშვილი და მარინა თაბუკაშვილი გამართავენ, საფეხბურთო ვიქტორინა და სამაგიდო თამაშები მარიკა ხარატიშვილმა დაგეგმა.
დღის ბანაკში, გასული წლების მსგავსად, სტუმრებსაც ელოდებიან. მოსწავლეებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ესტუმრებიან.
გუნდ „სფინქსის“ ლიდერი თინათინ შავიძე ამბობს, რომ ბანაკში ახალ მეგობრებს შეიძენს, კარგად გაერთობა და შემეცნებით ღონისძიებებშიც იაქტიურებს.
დღის ბანაკი შაბათს, 6 ივლისს, საზეიმო ღონისძიებით დაიხურება.
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში დღის ბანაკი პირველად 2019 წელს მოეწყო.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი