ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა საზაფხულო ბანაკი „ჩემმა მზემ“ ხარაგაულელი და მუნიციპალიტეტში დასასვენებლად ჩამოსული ახალგაზრდებისთვის მოაწყო.
საზაფხულო ბანაკის შექმნის იდეა მოსწავლეთა სახლის მაკრამის წრის მასწავლებელ მარინე ვეფხვაძეს ეკუთვნის.
მოსწავლეთა სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი ამბობს, რომ საზაფხულო ბანაკში 40 ახალგაზრდა ჩაერთო. ბანაკში მოსწავლეები თავად გეგმავენ თითოეული დღის აქტივობას, ხალისით ერთვებიან ყველა ღონისძიებაში, ივითარებენ შემოქმედებით უნარებს, ეჩვევიან გუნდურ თანაშრომლობას, მეტად უმეგობრდებიან ერთმანეთს და ინტერნეტთან ნაკლებ დროს ატარებენ.
ბანაკის კომისარია თათია ჭიპაშვილი. გუნდების ლიდერები მასთან ათანხმებენ მომავალი დღის განრიგს. ბანაკში ყოველდღე იმართება ინტელექტუალური, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული ღონისძიებები.
ბანაკის წევრი ანა კვინიკაძე ამბობს, რომ საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდებისათვის საინტერესო და სასარგებლოა. ანას სურვილია, რომ მომავალში სადღეღამისო ბანაკი ამოქმედდეს, რომ მასში სოფლად მცხოვრები მოსწავლეებიც ჩაერთონ, რადგან სოფლებიდან ყოველდღე ხარაგაულში სიარული ძნელია.
ბანაკში დღეს, 25 ივლისს, „გასული საუკუნის 90-იანის წლების მოდების ჩვენება“ გამართეს. ახალგაზრდებს სიურპრიზი მოუწყო მომღერალმა სალომე კვირიკაშვილმა – დღეს ახალგაზრდულ ბანაკში სიმღერის პრემიერა შედგა. ტექსტისა და სიმღერის ავტორი თავად სალომეა.
26 ივლისს საზაფხულო ბანაკი „ჩემმა მზემ“ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში საზეიმო დასკვნით ღონისძიებას გამართავს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი