

არმაზ შავიძემ, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტმა, საქართველოს უნივერსიტეტის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში „FOLIO“ გაიმარჯვა.
კონკურსის თემა, რომლის მიხედვითაც კონკურსანტები პროზაულ ნაშრომებს ქმნიან, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, გამოწვევების კვალად ირჩევა. წლევანდელი კონკურსის თემად შეირჩა აკაკი წერეთლის ციტატა: „მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული“.
„ზოგადად მიყვარს, როცა ვმონაწილეობ ისეთ კონკურსებში, სადაც თვითპრეზენტაცია და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა შემიძლია, თითქოს ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო წინ მივიწევ და ვმაღლდები. შემოთავაზებული თემატიკის მიხედვით შევქმენი საბავშვო ნაწარმოები, რომელიც მიზნად ისახავს მკითხველში არდანებების, გზის გაგრძელებისა და იმ „განწირულის სულისკვეთების“ მიგნებას, რომელსაც უკვალოდ არასდროს ჩაუვლია“, – ამბობს არმაზ შავიძე, კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული, რომლის ნაწარმოებმა ჟიურის განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსს, საქართველოს უნივერსიტეტის გარდა, სათავეში უდგას ლევან ბერძენიშვილი, რომლის რჩეულიც სწორედ არმაზი გახდა. კონკუსზე სულ სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მათ ფულადი ჯილდოები გადაეცათ საჩუქრად.
ვულოცავთ არმაზ შავიძეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ შემოქმედებით წარმატებებს!
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა