

„სამწუხაროდ, მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, არაერთი გამოწვევა რჩება ძალადობის თავიდან აცილების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით. შედეგად, კვლავ საგანგაშოა ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობების შემთხვევების სიმრავლე“, – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში, რომელიც მან პარლამენტს წარუდგინა.
ამავე ანგარიშის მიხედვით:
„უთანასწორო გარემო ხელს უშლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარ მონაწილეობას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა გადაწყვეტილების მიღებისა და სამშვიდობო პროცესში მათი ჩართულობას და გაძლიერებას.
პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა.
გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა.
ქვეყანაში მოქმედი პროგრამები ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას.
კვლავ მაღალია მოსწავლეთა სწავლის მიტოვების, სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია ბავშვთა მიმართ ძალადობის დროული გამოვლენის, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირების გაძლიერება.
2023 წელს სახელმწიფოს, თანასწორობის პოლიტიკის და დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, არ გაუმჯობესებულა არც პოლიტიკის დოკუმენტები, არც საკანონმდებლო რეგულირება“.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა