ბალნეოლოგიური კურორტ „ნუნისის“ ადმინისტრაცია სეზონის გახსნას აანონსებს და დამსვენებლებს ეპატიჟება.
ინფორმაციისთვის და დასაჯავშნად დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 599 22 55 80.
გასულ სეზონზე კურორტზე სამკურნალო აბაზანების მიღება კანის სხვადასხვა დაავადების მქონე პირებმა ვერ შეძლეს, რადგან ეკონომიკის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ სამკურნალო წყლის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი არ გამოაცხადა.
„ნუნისის“ ოცწლიან ლიცენზიას კი ვადა 2022 წლის ბოლოს გაუვიდა. ამის გამო ასეულობით მოქალაქე დაზარალდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.
რა ვითარებაა ამჟამად და შეძლებენ თუ ვერა კურორტზე მკურნალობის მიზნით მოქალაქეთა მიღებას, ამ შეკითხვით „ნუნისის“ დირექტორს ირმა დაუშვილს მივმართეთ.
„კუროტზე დამსვენებლებისთვის სეზონი გაიხსნა, – ამბობს ირმა დაუშვილი, – წყლის ლიცენზიის მოსაპოვებლად პროცესი დაწყებულია და აბაზანებით მკურნალობას ამ სეზონზე მოგვიანებით დავიწყებთ“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი