

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 12 ივნისს დაიწყება. ამ ფესტივალში იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრალური დასები, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრები მონაწილეობენ.
ფესტივალზე სპეციალური სტუმარი მარჯანიშვილის თეატრია. უცხოეთიდან კი წლევანდელ ფესტივალში მოლდავეთის ეროვნული თეატრი და ლიეტუვას დამოუკიდებელი ისტორიულ-კვლევითი თეატრები ჩაერთვებიან.
ყველა სპექტაკლი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება, მხოლოდ ლიეტუვას თეატრი ქუთაისის თოჯინების თეატრის დარბაზში ითამაშებს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია, გარდა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლისა.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ფესტივალზე 21 ივნისს წარდგება სპექტაკლით „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ ვერა დასი 21 ივნისადმე პრემიერის ხარაგაულში ჩვენებას.
თეატრალური იმერეთი 26 ივნისს საზეიმოდ დაიხურება.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა