

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2024“ წელს მეთხუთმეტედ ტარდება.
ფესტივალს, ტრადიციულად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი 12 ივნისს პრემიერით გახსნის. მომდევნო დღეებში კი მაყურებლის წინაშე იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრალური დასები ამავე თეატრის სცენიდან წარდგებიან.
ფესტივალის დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ფესტივალს სტუმრის სტატუსით მარჯანიშვილის თეატრი ესტუმრება, ხოლო უცხოეთიდან კიშინიოვის სახელმწიფო თეატრი (მოლდოვა) და ვილნიუსის დამოუკიდებელი თეატრი (ლიეტუვა).
„ფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ზუსტდება და ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ, – ამბობს მაია პაქსაშვილი, – საიუბილეო ფესტივალია და განსაკუთრებულად ვემზადებით. დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტის თეატრი საუკეთესო სპექტაკლებს გვაჩვენებს“.
ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე 19 ივნისს სპექტაკლით „ბამბაზიის სამოთხე“ წარსდგება (რეჟისორი ირინე ჩხეიძე).
„თეატრალური იმერეთი“ 26 ივნისს დასრულდება.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის