

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების ისტორიაში პირველად 28 მაისს, 19:00 საათზე, კახიძის მუსიკალურ ცენტრში საიუბილეო გალაკონცერტი გაიმართება.
საქართველოს 33 მუნიციპალიტეტში მოქმედი სალოტბარო სკოლების 500-ზე მეტი მოსწავლე ქართული ფოლკლორის გამორჩეულ და განსაკუთრებულ ნიმუშებს წარადგენს.
კონცერტში მონაწილეობს ხარაგაულის სალოტბარო სკოლა. ამ სკოლის ლოტბარი მაია მაღრაძე ამბობს, რომ დღეიდან, 20 მაისიდან, 28 მაისამდე ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში ყოველდღიური რეპეტიციები ჩატარდება. ხარაგაულიდან ამ ეტაპზე კონცერტში მონაწილეობისთვის სალოტბარო სკოლის ხუთი მოსწავლე შეირჩა, 15 მოსწავლე კი გუნდს 27 მაისისთვის შეუერთდება.
საიუბილეო კონცერტის ბილეთები საიტზე – biletebi.ge იყიდება.
ხარაგაულში სალოტბარო სკოლა 2019 წლის სექტემბრიდან მოქმედებს.
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების მუნით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ