2024 წლის 1 მაისიდან „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის მოადგილედ სპარტაკ ლაცაბიძე დაინიშნა. ის უფლება-მოვალეობებს შესრულებას 13 მაისიდან შეუდგა.
კულტურის და ხელოვნების ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ახალ მოადგილეს დაეკისრა – „კულტურის და ხელოვნების ცენტრში შემავალი ყველა სახელოვნებო წრისა და ორგანიზაციების მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ამ ღონისძიებების მონიტორინგი“.
კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს:
„ჩვენი ცენტრი ფართოვდება – „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრიდან“ შიდა ტურიზმი გადმოგვეცემა. ამიტომ, შესაძლოა, რეორგანიზაციის შემდეგ, ახალ მოადგილეს ფუნქციები ტურიზმის მიმართულებითაც დაეკისროს.
მეორე მოადგილის შტატის დამატების შესახებ გადაწყვეტილება მერიამ მიიღო, მოადგილე მე დავნიშნე. ჩვენი ააიპ-ის ფუნქციებსა და მოვალეობებს ორ მოადგილეს – იზა ვეფხვაძესა და სპარტაკ ლაცაბიძეს – შორის გადავანაწილებ“.
სპარტაკ ლაცაბიძის შრომითი ბიოგრაფიის გასაცნობად თავად მას დავუკავშირდით:
„1994 წელს მოლითის საშუალო სკოლა დავამთავრე. იმავე წელს სწავლა დავიწყე ფოთის საზღვაო აკადემიაში. თუმცა, აკადემიის დაშლის გამო, ფოთის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე (სპეციალობა სავაჭრო საქმის მენეჯერი) ჩავაბარე.
ამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1998 წელს, კენჭი ვიყარე მოლითში და სოფლის საკრებულოს წევრი გავხდი. მალევე ერთი წლით მოსკოვში წავედი და კერძო ბიზნესში ვსაქმიანობდი. 2006-2009 წლებში ავსტრიასა და გერმანიაში ფირმა „კოლმანში“ ვმუშაობდი, კერძოდ ვახორციელებდით ძველი შენობების დემონტაჟს და მათ რემონტისთვის ვამზადებდით. გარკვეული პერიოდი ვიმუშავე ფირმა „სიმენსის“ ქარხანაშიც, მუშად. 2012 წლის დეკემბრიდან დავინიშნე მოლითის თემში მერის წარმომადგენლად. მყავს მეუღლე და სამი შვილი“, – ამბობს სპარტაკ ლაცაბიძე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი