ხარაგაულელი მაია ტორაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება:
„დღეს კიდევ დაესხნენ თავს ჟურნალისტებს და არასამთავრობოს წარმომადგენელს…
სრულიად სერიოზულად ვკითხულობ:
ადამიანებო, ვინმეს მოგწონთ ის, რაც ხდება? ამ ძალადობის გამო არ გადაირჩიეთ წინა ხელისუფლება? თუ ახლა „სპრავედლივი ხელი“ ხვდება ყველას და მაშინ ყველა ნაცემი ანგელოზი იყო? რას იწონებთ, ხალხო, ხვდებით მაინც? ამ ჯინს რომ ბოთლიდან გამოუშვებთ, იცით, რომ ვერც თქვენი შვილები ივლიან ქუჩაში მშვიდად? მერე ვისკენ გაიშვერთ ხელს?
საკუთარი გულისმოსაფხანად სხვისი ცემა და მუდმივად წაქეზება – „უნდა მოსპოთ, უნდა გაანადგუროთ, უნდა იცემოს, დაისაჯოს“ და ა.შ რამეთი განგასხვავებთ იმ ნაცებისგან, რომელიც ასე გეზიზღებათ? ხვდებით, რომ თქვენ მათ ადგილზე უარესები იქნებოდით? ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს და ახლა პირდაპირ ვეკითხები ჩემს მეგობრებს, რომლებიც ხელისუფლებაშიც არიან:
– საქართველოს დღევანდელ ისტორიას ხვალ ის თაობა დაწერს, დღეს რომ უსამშობლოებს და მართულებს ვეძახით (გვინდა თუ არა, ეგრეა მოწყობილი ცხოვრება, ცას არავინ გამოვეკერებით) … ჰოდა, მართლა ვინმეს ჰგონია, რომ ეს ძალად შემოგდებული კანონი, შავი სიების შედგენა, საზოგადოების დაპირისპირების წაქეზება, ზიზღის გაღვივება და მერე ხელების დაბანა – ჩვენ რა შუაში ვართ, ეგენი რომ ჯერ კიდევ დედის მუცლად მყოფები ნაცები იყვნენო – ისტორიაში პოზიტიურად შევა? არაფერზე აღარ ფიქრობთ? არც შვილებზე და შვილიშვილებზე? რა გარანტია გაქვთ, რომ საქართველოში არ იცხოვრებენ? ეგება მანამდე ვარდებით პიედესტალიდან? მაგალითი ხომაა იგივე ნაცები, რომელთა „საქმენი საგმირონი“ ხალხს ახლაც ზიზღს გვრის და ალბათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ ეს ზიზღი? რა სიები, ადამიანებო, 37 წელია? ასე უნდა მიუქსიოს ხალხი ერთმანეთს ხელისუფლებამ?
თქვენი არ ვიცი და, მე პირველად შემეშინდა კოლექტიური ციციკორეების! თქვენ გამო შემეშინდა, ადამიანთა საზოგადოება რომ ბრბოდ იქცევა, იმის მართვა მერე არავის აღარ შეუძლია და წლები უნდა კალაპოტში ჩაყენებას… მე მითქვამს და გინდ მოისმინეთ, გინდ – არა!“ – წერს სოციალურ ქსელში მაია ტორაძე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი