ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშს განიხილავს.
ეს ანგარიში საკრებულოს ბიურომ 15 აპრილს მოისმინა და 13 მაისს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.
გთავაზობთ ამ ანგარიშს, რომელიც საკრებულოს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა თამარ ლაცაბიძემ წარუდგინა:
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში სკოლისათვის მზაობის 2 ჯგუფი (მარელისისა და ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღთან არსებული) და 21 საბავშვო ბაღია:
ხარაგაულის #1 და #2, ხევის, ხუნევის, ვერტყვიჭალის, გედსამანიის, ნადაბურის, ბორითის, ღორეშის, სარგვეშის, კიცხის, ბორის, ვარძიის, წყალაფორეთის, ხიდრის, საღანძილის, ლეღვნის, ვახანის, მოლითის, წიფისა და ზვარის საბავშვო ბაღები.
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხევისა და ზვარის საბავშვო ბაღები დღეისათვის ფუნქციონირებენ როგორც სკოლისათვის მზაობის ჯგუფები. ჯგუფებში არიან შერეული ასაკის აღსაზრდელები.
2023 წელს გაერთიანების ყველა საბავშვო ბაღმა წარმატებით გაიარა დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესი.
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის მეორე სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი გაერთიანების ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას აქვს წინასწარ შერჩეული კურიკულუმი, რომელიც თამაშზეა დაფუძნებული და ორიენტირებულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებზე, ოჯახისა და თემის ჩართულობაზე.
სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი და პრაქტიკაში მხარდაჭერა ახალი კურიკულუმის დასანერგად. ამ მიმართულებით ჩატარდა ტრენინგები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები. განსაკუთრებული ყურადღებას ვაქცევთ ახლადდანიშნულ კადრებს და მულტიდისციპლინარულ გუნდთან მუშაობას.
საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჯერ კიდევ წინ გვაქვს, რათა ახალი კურიკულუმი სრულფასოვნად დავგეგმოთ, განვახორციელოთ და შევაფასოთ. სტანდარტის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს და განსაზღვრავს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, მეტწილად მხარდაჭერილია, – პედპერსონალის 80% გადამზადებულია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული ტრენინგ-მოდულით.
ახალი მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს ბავშვებზე ობიექტური დაკვირვება და შესაბამისად, საჭიროებების აღმოჩენა.
სპეციალისტები აწარმოებენ ინდივიდუალურ სამუშაო გეგმებს და აქტივობებს. ეტაპობრივად ინიშნება პირადი ასისტენტები. სისტემატურად მიმდინარეობს ყველა საბავშვო ბაღში ჯგუფისა და ეზოს ფიზიკური გარემოს მონიტორინგი. მოწმდება როგორც ბავშვების, ასევე აღმზრდელთა პორტფოლიოები, თემატური ცენტრები.
სასწავლო წლის ბოლოს ის ოცი აღმზრდელიც გადამზადდება, რომელთაც აღმზრდელ-პედაგოგის 66-საათიანი სავალდებულო ტრენინგ-მოდული ამ დრომდე არ გაუვლია.
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით, გაერთიანებაში შექმნილია მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც აწარმოებს გეგმიურ მონიტორინგს გაერთიანების ყველა სააღმზრდელო დაწასებულებაში მიმდინარე პროცესებზე (ჰიგიენა, კვება, საგანმანათლებლო).
იქმნება მონიტორინგის აქტი, სადაც აღწერილია დაწესებულების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მოსაგვარებელი პრობლემები. ყველა პრობლემაზე დროულად ვრეაგირებთ.
ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის პირველ ექვს წელს და შესაბამისად, – სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.
ჩვენი გაერთიანება ოჯახებთან და საზოგადოებასთან პარტნიორობით, თამაშზე დაფუძნებული სწავლის მეშვეობით, აღსაზრდელებს ვუღვივებთ სწავლის სიყვარულს, ვაშენებთ მყარ საფუძველს წიგნიერებისა და ბაზისური უნარების სფეროში; ხელს ვუწყობთ, რომ ისინი ემპათიურ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში, 2023 წლის სექტემბრისთვის, ირიცხებოდა 470 აღსაზრდელი. გაერთიანებაში ამ პერიოდისათვის დასაქმებულია 286 თანამშრომელი, აქედან 13 შტატგარეშე თანამშრომელია (ცეცხლფარეში).
2023 წლის დასაწყისში სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი შეადგენდა 2 350 ათას ლარს. დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა წლის ბოლოსთვის კი შეადგენდა 2 310 ათას ლარს. 2023 წლის ფაქტიურმა ხარჯმა 2 243 349 ლარი შეადგინა; აქედან შრომის ანაზღაურება გაერთიანებაში დასაქმებულ 273 თანამშრომელზე – 1 718 225 ლარია, შტატგარეშე თანამშრომლების (ცეცხლფარეშები) ანაზღაურება – 17 615 ლარი. სულ შრომის ანაზღაურება 1 735 840 ლარია, რაც მთლიანი ხარჯის 77,4%-ია.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ ყველა საბავშვო ბაღში დაცულია კვების რაციონის, სანიტარული და ჰიგიენური ნორმები მთავრობის 2017 წლის #487 და #485 დადგენილებების საფუძველზე. გვაქვს ოთხჯერადი კვება (საუზმე, წახემსება, სადილი, სამხარი), კალორიულობის სრული დაცვით.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კვების ორგანიზების ჰიგიენური ნორმების დაცვას, კვების ბლოკის აღჭურვილობის, პროდუქტების შენახვისა და სურსათის მომზადების მოთხოვნებს.
მოვახდინეთ სამზარეულოებისათვის წინა წელს შეძენილი სამედიცინო და ზუსტი აპარატურის შეკეთება, ტექნიკური მომსახურება (დაკალიბრება) და მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 5385 ლარი. განვაახლეთ სამზარეულოს ინვენტარი, საბავშვო ბაღების მოთხოვნების შესაბამისად:
2023 წლის 18 სექტემბრისთვის, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, გაერთიანებაში 470 აღსაზრდელი ირიცხებოდა. საახალწლოდ გავეცით 8545 ლარი ღირებულების საახალწლო ნობათი, ტკბილეულის სახით, ყველა აღსაზრდელზე. კვებაში გაწეულმა ხარჯმა 2023 წელს შეადგინა 188 250 ლარი.
გაერთიანების საბავშვო ბაღებში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე ჩატარდა სადეზიფენქციო და სასმელი წყლის ვარგისიანობის ლაბორატორიული კვლევების სამუშაოები.
ამასთანავე, პერიოდულად, აქაც მოთხოვნების შესაბამისად, შეგვაქვს სამედიცინო ხსნარები, სადეზინფენქციო, სანიტარულ-ჰიგიენური და რეცხვა/ქიმწმენდის საშუალებები. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის ღირებულებამ კი 2023 წელს ჯამში 31 228 ლარი შეადგინა.
ყველა საბავშვო ბაღში განახლებულია წყლის ფილტრები. შევიძინეთ წყლის დიდი ტევადობის 6 ავზი, 1200 ლარად, იმ საბავშვო ბაღებისთვის (წყალაფორეთი, ხიდარი, ვარძია, ლეღვანი, ვახანი, წიფა), სადაც არ გვქონდა.
2023 წელს „იმერეთის სახანძრო დაცვის“ მიერ ჩატარდა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, რისთვისაც გადავიხადეთ 550 ლარი.
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის მეოთხე სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისდ, სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მომსახურებამ შეადგინა 3697 ლარი.
შევიძინეთ 3910 ლარი ღირებულების რბილი ინვენტარი (პირსაწმენდები ყველა ბაღისათვის და, სადაც საჭირო იყო, – ასევე ფარდები). გადავპენტეთ და განვაახლეთ საბნები და ლეიბები და ამისათვის გაიხარჯა 6100 ლარი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, შევიძინეთ მწერების დამცავი ბადეები, ღირებულებით 4545 ლარი. გათბობის სეზონზე 19 საბავშვო ბაღში ვიყენებთ საშეშე მერქანს, 2 საბავშვო ბაღში (ვერტყვიჭალასა და საღანძილეში) დიზელის საწვავს, ხოლო #1 საბავშვო ბაღში – ბუნებრივ აირს. 2023 წლის განმავლობაში კომუნალურმა ხარჯმა შეადგინა 133 457 ლარი.
გასული წლის განმავლობაში შევიძინეთ 8120 ლარი ღირებულების სათამაშოები და 400 ლარის ნაბეჭდი წიგნები.
არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯმა შეადგინა 33 808 ლარი; მათ შორის:
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდება 2024 წლის 1 ივლისს. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე დაბა ხარაგაულში იფუნქციონირებს საზაფხულო ჯგუფი, დასაქმებული მშობლების მოთხოვნის შესაბამისად.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი