დღეს, 10 აპრილს, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და „კონსტრუქტ2“-ის საერთო პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა.
შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, განათლების, მეცნირებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ბიქეი ჰოლდინგის მმართველი შოთა ბერეკაშვილი, იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
ღონისძიება პროექტის მიმოხილვით გახსნა „კონსტრუქტ2“-ის დირექტორმა, თამარ ზაქარაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა პროექტის მონაწილის და პროექტის სპიკერის მიმართვა; ვიდეორგოლით გაეცნო პროექტის შედეგებს.
2022 წლიდან, „კონსტრუქტ2“ აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტს ახორციელებდა, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით, სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებასა და მამაკაცების მიერ დომინირებულ პროგრამებში ქალი სტუდენტების ჩართულობის გაზრდაზე გახლდათ ორიენტირებული.
პროექტმა სამი მუნიციპალიტეტის 13 სკოლა და 280 მოსწავლე მოიცვა. პროექტში ჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შეძლეს აზრის ლიდერებისგან, მეტი ინფორმაცია მიეღოთ პროფესიულ განათლებასა და მის მნიშვნელობაზე, აღმოეჩინათ მომავლის პროფესიები და შემეცნებით-გასართობი თამაშების მონაწილეები გამხდარიყვნენ.
კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ საერთო პროექტია და 2017 წლიდან ზრუნავს ქვეყანაში პროფესიული კულტურის განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
ამავე თემაზე
კოლეჯებში მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში დაეხმარება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი