ბორის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები პროფესიულ სასწავლებლებს – ზესტაფონის „კონსტრუქტ 2“ -ს და ქუთაისის „იბერია“-ს ესტუმრენ.
ბორის საჯარო სკოლასთან ერთად იმყოფებოდნენ ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც, მათი მშობლები და პედაგოგები.
„ზესტაფონის „კონსტრუექტ 2“ -ში სტუმრებს მასპინძლობა ქალბატონებმა – ნიტა ხაჩიძემ და ხატია ქანთარიამ გაგვიწიეს, – ამბობს ამ ექსკურსიის ხელმძღვანელი, ბორის სკოლის ქიმიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ქეთევან პავლაძე, – დავათვალიერეთ კოლეჯის ტერიტორია, პრაქტიკული და თეორიული სწავლების სივრცე, დასასვენებელი და გასართობი კუთხე, სტუდენტთა საცხოვრებელი, გავეცანით პედაგოგებს, მთლიანად კოლეჯის მუშაობის პრინციპს.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებზე, ჩარიცხვის წესებზე, სწავლების ხანგრძლივობაზე, პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება, დასაქმების შესაძლებლობებზე. გავესაუბრეთ სტუდენტებს.
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც, ალბათ, სრულად აკმაყოფილებს ყოველგვარ სტანდარტს და ქმნის საუკეთესო შესაძლებლობებს მოთხოვნადი პროფესიების დასაუფლებლად. ამავე დროს უზრუნველყოფს დასაქმებას.
ქუთაისის კოლეჯ „იბერიაში“ მეგზურობა გაგვიწია ქალბატონმა მანანა გვიშიანმა. ამ კოლეჯში 18 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება და სტუდენტებს აქვთ როგორც გასართობი სივრცე, ისე საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობები. შეიძლება ითქვას, რომ მომსახურება არის საუკეთესო, ინფრასტრუქტურა კი იდეალური. აქაც გავეცანით ჩარიცხვის წესებსა და პირობებს, სწავლების ხანგრძლივობას, მოდულებს.
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ორივე კოლეჯში არის ინტეგრირებული საგანმანათლებლო მიმართულებები, რაც გულისხმობს იმას, რომ საბაზო საფეხურის დასრულების შემდგომ მოსწავლეს შეუძლია სწავლა გააგრძელოს პროფესიულ სასწავლებელში და ერთდროულად მიიღოს როგორც ატესტატი, ისე პროფესიული სასწავლებლის დიპლომი. შემდგომ კი, სურვილის მიხედვით, შეუძლია სწავლის გაგრძელება.
ორივე კოლეჯში სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. სტუდენტებისთვის საცხოვრებელიც უფასოა.
მივიღეთ ყოველმხრივ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია, რაც ჩვენს მოსწავლეებს აუცილებლად დაეხმარება სამომავლო პროფესიების არჩევისას გადაწყვეტილებების მიღებაში.
უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს მასპინძლებს, საოცრად გულთბილი დახვედრისა და ინფორმაციის მაღალ დონეზე მოწოდებისთვის.
ასევე განსაკუთრებულ მადლობა ჩვენს დონორ ორგანიზაციას – ქუთაისის მოზარდთა სახლს გვერდში დგომისა და ექსკურსიის დაფინანსებისთვის.
მადლობა სკოლის დირექტორს და ყველა იმ მასწავლებელს, ვინც პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი