

1989 წლის 9 აპრილს, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ჯარებმა დაარბიეს. თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით, სპეცრაზმელები მძიმე ტექნიკით დაესხნენ თავს, – მშვიდობიან მომიტინგეებს გზა ჯერ ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ დემონსტრანტებს ნიჩბებითა და მხუთავი აირით გაუსწორდენენ.
9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალია. გარდაცვლილებს შორის იყო არასრულწლოვანებიც.
9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს. ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მოქალაქე.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!