

ხარაგაულელთა იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ქართული ლიგის ნახევარფინალში გადავიდა.
გუნდის სცენარისტი და რეჟისორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ „ჭირიმეს“, ნახევარფინალში გადასასვლელად, ძალიან სერიოზულ და გამოცდილ გუნდებთან ბრძოლა მოუხდა. 15 გუნდიდან ნახევარფინალის საგზური ათმა გუნდმა მოიპოვა.
„ჭირიმემ“ კარგი თამაში აჩვენა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – მისალმებასაც და კითხვა-პასუხსაც გუნდის წევრებმა თავი გაართვეს და მართლაც დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს“.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ჭირიმეს“ დარბაზში გულშემატკივრობდა ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე.
„ჩვენი გუნდი ამ შეჯიბრზე ღირსეულად გამოვიდა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ძალიან მიხარია, რომ „ჭირიმეს“ გამოცდილ შემადგენლობას – ბექა ხიჯაკაძე, გიორგი მაქაძე, გიორგი ჭიპაშვილი, ნიჭიერი მოსწავლეები – უჩა ტაბატაძე (საღანძილის სკოლის VI კლ.), არჩილ მეიფარიანი (ხარაგაულის #2 სკოლის X კლ.), ნიკა ოკრიბელაშვილი (კიცხის სკოლის IX კლ.) და დავით ბირკაძე (ხარაგაულის გიმნაზიის XI კლ.) შეემატნენ.
„ჭირიმემ“ ხალასი, განსხვავებული იმერული იუმორი აჩვენა და ეს ამ გუნდის რეჟისორისა და სცენარისტის, მამუკა ჭიპაშვილის დამსახურებაა. ხარაგაულელთა იუმორისტულმა გუნდმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ ლიგაში და მას გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს. დარწმუნებული ვარ, „ჭირიმეს“ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელოდება“, – ამბობს ირინე ჩხეიძე.
ნახევარფინალების ჩატარების თარიღი და „ჭირიმეს“ მეტოქეთა ვინაობა, სავარაუდოდ, დღეს, 8 აპრილს, გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ „ჭირიმე“ „ქართული ლიგის“ 2022 წლის სეზონის ჩემპიონი და 2023 წლის სეზონის ვიცე-ჩემპიონია.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა