

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ტყე განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 44% უჭირავს. ტყეს უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს.
2024 წელს ტყის საერთაშორისო დღის თემაა „ტყეები და ინოვაციები – ახალი გადაწყვეტილებები უკეთესი სამყაროსათვის“.
რა ღონისძიებები ხორციელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტყის დაცვის მიმართულებით, – ამ შეკითხვით ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსს გიორგი ბახტიძეს მივმართეთ.
„2023 წლიდან ბოლოდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ზვარე ტყის ბუნებრივი განახლების პროგრამაში ჩაერთო, – ამბობს გიორგი ბახტიძე, – ეს პროგრამა ტყის გარკვეული ტერიტორიის შემოღობვას, ეკალ-ბარდისგან მის გაწმენდას და ახალაღმოცენებულ ნერგების ზრდა-განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს.
ამ მიზნით ზვარეში შეირჩა ყოფილი ბანაკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ხეები ხმებოდა. 14 ჰა ტყის ფართობი შემოვღობეთ და იქ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები ჩავატარეთ. ზვარეში ამ ტერიტორიის მოვლა-პატრონობას ისევ ვაგრძელებთ.
ამჟამად სატყეო სააგენტო ჩვენგან გადაცემულ მონაცემებს ამუშავებს და შესაძლოა, წელს ტყის ბუნებრივი განახლების პროგრამაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც ჩაერთოს“.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„უნდა შევზღუდოთ ტყის უკანონო ჭრა და გავაძლიეროთ მისი განაშენიანება“
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა