ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია თვითმმართველობისგან დაფუძნებული საბიუჯეტო ორგანიზაციების – ააიპ-ების რეორგანიზაციას იწყებს.
ამ მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მიმართა.
ამ წერილში ნათქვამია, რომ „ეფექტიანი მმართველობისა და შედეგების გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით, „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს“ უნდა გამოეყოს შიდა ტურიზმის განვითარების სექტორი და შეერწყას „კულტურის და ხელოვნების ცენტრს“.
ამ საკითხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველ აპრილს სხდომაზე განიხილავს. დეპუტატებისგან მხარდაჭერის შემთხვევაში, ამ ორ მუნიციპალურ ააიპ-ში რეორგანიზაცია დაიწყება. ეს პროცესი, სავარაუდოდ, ერთ თვეს მაინც გასტანს. რეორგანიზაციას, შესაძლოა, შტატების ცვლილება მოჰყვეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2013 წელს „მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ შეიქმნა, ხოლო 2014 წელს – „სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი“.
ააიპ-ების რეორგანიზაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2018 წელს განხორციელდა. იმ რეორგანიზაციის შედეგად, მათ შორის, „მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ გაუქმდა და „სპორტის განვითარების ცენტრს“ შეერწყა; „კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ კი ისტორიული მუზეუმი, საბიბლიოთეკო გაერთიანება, კულტურის ცენტრი, ლიტერატურული თეატრი და ხალხური შემოქმედების სახლი გაერთიანდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი