ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში მოქმედი საოჯახო სასტუმრო „საპოვნელა“ სოფელში არსებული წყლის წისქვილის ავთენტური სახით შენარჩუნებას ითხოვს:
„ნუ დაანგრევთ წყლის წისქვილს მარელისის ცენტრალურ უბანში.
სოფელ მარელისში, ცენტრის მიმდებარედ, მდინარის მარცხენა მხარეს მდებარეობს წყლის წისქვილი, რომელიც სამამულო ომიდან დაბრუნებულმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ააგეს.
წლებია, ეს წისქვილი ავთენტური სახით ემსახურება სოფელს – აგებულია ხის მასალით. ამჟამად საჭიროებს რესტავრაციას შესაბამისი მასალით და ტექნოლოგიით, რათა არ მოხდეს ავთენტური, ფიზიკური სხეულის სრულად განადგურება და ჩვენი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ჩანაცვლება უსახური, დაბეტონებული, გაუგებარი კონსტრუქციის ნაგებობით.
ჩვენი სოფლის ულამაზესი ხავსმოკიდებული წისქვილი იწვევს დიდ დაინტერესებას ყველა იმ ადამიანში, ვისაც კი გზად გაუვლია მის სიახლოვეს. მარელისის წყლის წისქვილი უნდა შენარჩუნდეს ავთენტური სახით.
აღნიშნული ძეგლის შენარჩუნება მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, ასევე ტურისტული თვალსაზრისით“, – ნათქვამია „საპოვნელას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენად შესაძლებელია მარელისის წყლის წისქვილის ძველი სახით შენარჩუნება და რა ზომებს მიმართეს, – ამ შეკითხვით ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტს, ლევან მაღრაძეს მივმართეთ.
„ყველას ძალიან მოგვწონს და გვიყვარს ჩვენი ძველი წისქვილი, – ამბობს ლევან მაღრაძე, – ის, სიძველის გამო, დაზიანებულია. იატაკი, ფაქტობრივად, უსაფრთხო აღარაა, – შესაძლოა, იქ ადამიანი ჩავარდეს. ამიტომ დროებით ფიცრები დავალაგეთ.
ამ წისქვილმა ფუნქციონირება რომ გააგრძელოს, მისი რეაბილიტაცია აუცილებელია.
წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სოფლისთვის ამ პროგრამით გამოყოფილი 12 ათასი ლარიდან ნახევარზე მეტი წისქვილის რეაბილიტაციას მოხმარდეს.
წისქვილის არსებული ფორმით შენარჩუნება ძნელია. ამას ალბათ, უფრო მეტი თანხა დასჭირდება. ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ გლეხმა სოფელში წვალებით მოყვანილი სიმინდი მამაპაპისეულ წყლის წისქვილში დაფქვას.
გადავწყვიტეთ, რომ დაზიანებული ფიცრის იატაკის ადგილზე, ბეტონი დაისხმება, ხოლო არსებულ დაზიანებულ ხის შენობას გარედან ფიცრით კარკასი გაუკეთდება. დაფქვა ისევ ძველებურად, წყლის არსებული დანადგარით გაგრძელდება.
მეტის საშუალება ამ ეტაპზე არ გვაქვს“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი