ხარაგაულის იუმორისტულმა გუნდმა „ჭირიმე“ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის „ქართული ლიგის“ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

„ჭირიმე“ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე ახალი შემადგენლობით წარსდგა. გუნდის წევრები არიან: ნიკა ოკრიბელაშვილი, აჩიკო მეიფარიანი, დავით ბირკაძე და უჩა ტაბატაძე.

გუნდის სცენარისტი და რეჟისორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ შესარჩევ კონკურსში მონაწილე 24 გუნდიდან მეოთხედფინალში 14 გუნდი გადავიდა. მისი ინფორმაციით, წელს ამ კონკურსში მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა და „ქართულ ლიგაში“ მუნიციპალიტეტებში შექმნილი გუნდები ჩაერთვნენ.

მეოთხედფინალი, სავარაუდოდ, 7 აპრილს გაიმართება. „ქართული ლიგის“ 2024 წლის სეზონი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ტარდება.

შეგახსენებთ, რომ „ჭირიმე“ „ქართული ლიგის“ 2022 წლის სეზონის ჩემპიონი და 2023 წლის სეზონის ვიცე-ჩემპიონია.

წარმატებებს ვუსურვებთ „ჭირიმეს“.