15 მარტს მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
– 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით. ამ წელს შესაძლებლობა გვქონდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ახლადამოქმედებული კანონის პირველი შედეგები გვეხილა. მომხმარებელთა საჩივრებზე დაყრდნობით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებდა ზემოაღნიშნული კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობას და სისტემატურად ავრცელებდა ინფორმაციას მის მიერ განხილული შემთხვევებისა და მიღებული შედეგების შესახებ.
2024 წლიდან შეიცვალა სააგენტოს სახელი და ახლა უწყების სახელწოდებაა „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოქალაქეთა შორის სააგენტოს ცნობადობას.
ყველა დაინტერესებული მხარისადმი საყურადღებო სიგნალია, რომ ხელისუფლებისათვის მომხმარებლის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. წარმატებების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის ეფექტიან აღსრულებამდე ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა გასაწევი.
ამ მიმართულებით პროაქტიული ზედამხედველობის განსახორციელებლად საკმარისი სახელმწიფო რესურსი არ არის გამოყოფილი. ამ ეტაპზე გადამწყვეტი დატვირთვა მომხმარებელთა აქტიურობასა და საჩივრებს ენიჭება, რომლებზე რეაგირებასაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახდენს.
რაც შეეხება სამომხმარებლო პროდუქციის უვნებლობას/უსაფრთხოებას, გასული წლის განმავლობაში, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, რეფორმები გრძელდებოდა, თუმცა, ამ მხრივ, გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა.
მიმდინარეობდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი; ასევე უსაფრთხოების კონტროლი სათამაშოებზე, მანქანა-დანადგარების ნაწილზე, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობებზე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე და სამშენებლო მასალების ნაწილზე.
ამ უკანასკნელთა ჩამონათვალი, რაზეც, უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი ვრცელდება, გაიზარდა. დაიწყო ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის კონტროლი. თუმცა, წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემებად რჩება:
გარდა ამისა, სამომხმარებლო პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში არ არის დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები და არ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი.
უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორებიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა.
შექმნილი მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას; ისევე, როგორც თანამედროვე, მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების/უვნებლობის სრულფასოვანი კონტროლის დასანერგად.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იაქტიურონ, რათა ჩამოყალიბდეს მტკიცე საზოგადოებრივი დაკვეთა ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მდგომარეობის არსებითად გასაუმჯობესებლად.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„არასასურსათო პროდუქციის უვნებლობის კუთხით საქართველოში მძიმე მდგომარეობაა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი