მორიგი საინტერესო და სახალისო კონკურსი გამართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა. „იღბლიანი ანკესი“ – ასე ეწოდება კონკურსს, რომელიც ორგანიზატორის, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სპორტული თევზაობის პოპულარიზაციას, უკანონო თევზჭერის დაგმობას.
„კონკურსში 25 მოყვარული მეთევზე ჩაერთო, – გვიამბობ მამუკა ჭიპაშვილი, – დილის ხუთი საათიდან შუადღის თორმეტ საათამდე ითევზავეს მდინარე ჩხერიმელას ორკილომეტრიან მონაკვეთზე. ჩამოვიდნენ მოყვარული მეთევზეები თბილისიდან. ვფიქრობ, მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება „იღბლიანი ანკესი.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის თანამშრომელი ბაქარ ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას. „დილის 4 საათზე მომაკითხეს პატარა მონაწილეებმა და გახარებულები იყვნენ. სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებმა თევზაობის მოყვარულებმა გაიცვნეს ერთმანეთი.“
ლაშა კუხალაშვილი მეგობრებთან ერთად თბილისიდან ჩამოვიდა . ის სპორტული თევზაობის მომხრეა – დაჭერის შემდეგ პატარა თევზებს ისევ წყალში უშვებს. „ამით თევზაობის ჟინს ვიკლავთ. ეს კონკურსი საუკეთესო საშუალებაა ბუნებაში გახვიდე, ულამაზესი ადგილები მოინახულო და დაისვენო,“ – ამბობს ლაშა.
„თევზის დაჭერის იმედი არ მქონდა. იმდენად მიყვარს ბუნებაში ყოფნა, რომ უარი არ ვთქვი და ჩავები კონკურსში. ძალიან კარგი და სასიამოვნო დღე გვაჩუქა მამუკა ჭიპაშვილმა. დიდი მადლობა მას და მის თანამშრომლებს,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში თამარ ჩხიკვაძემ.
კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა და წონით ყველაზე მეტი თევზი დაიჭირა ხვიჩა ხარატიშვილმა;
მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ჯღარკავა;
მესამე ადგილზე – ზაზა უროტაძე.
ყველაზე დიდი თევზი დაიჭირა ნოდარ ჭანკოტაძემ.
გამარჯვებულები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი