დღეს, 12 თებერვალს, უფლებადამცველმა ანა ჩაფიძემ შშმ პირთა დედებისა და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ეს შეხვედრა მოეწყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“-ს (დირექტორი რუსუდან გურგენიძე) პროექტის ფარგლებში – „შშმ ქალებისა და შშმ ბავშვთა დედების გაძლიერება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში“.
„ჩვენი შეხვედრის მიზანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახური ძალადობის შესახებ, მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ იცავს კანონი მსხვერპლს, როგორ სჯის მოძალადეს და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს სახელმწიფოს მხრიდან ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა შეხვედრაზე უფლებადამცველმა ანა ჩაფიძემ.
მისი ინფორმაციით, ოჯახური ძალადობა მსოფლიოში ბევრი ქვეყნის გამოწვევაა. თუმცა, საქართველოში ამ პრობლემის მიზეზი, 2012 წლის კვლევის თანახმად, ჩვენთან დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპებია; მაგალითად, „ოჯახის უფროსი კაცია“, „ქონება მხოლოდ კაცს ეკუთვნის,“ „ქალი სახლში უნდა საქმიანობდეს“ და სხვ.
საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ამ კანონით ნებისმიერი სახის – ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური ძალადობა დასჯადია.
რა ახალისებს მოძალადეს – ანა ჩაფიძის ამ შეკითხვაზე შეხვედრის მონაწილეთა პასუხი იყო ცალსახა – საზოგადოების დუმილი და გულგრილობა, ზოგჯერ სამართალდამცველთა მხრიდან არაკომპეტენტური ქმედებები.
შეხვედრაზე მყოფმა მოქალაქეებმა ოჯახური ძალადობის კონკრეტული ფაქტები მოიყვანეს. ამ ფაქტების გაანალიზებისას ითქვა, რომ მსხვერპლის ამოცნობა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნის, უნდა შეძლონ პედაგოგებმა და ამაზე სასწრაფო რეაგირება მნიშვნელოვანია. ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს სოცმუშაკების, სკოლის ფსიქოლოგების ინსტიტუტი, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურები, თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები.
ანა ჩაფიძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ჩართულია საპილოტე პროექტში, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. მომავალი, 2025 წლიდან, კი ეს პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სრულყოფილად ამოქმედდება.
შშმ პირთა დედებისა და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის 19 თებერვალს ანა ჩაფიძე ხარაგაულში მორიგი შეხვედრის გამართვას გეგმავს. ვის და როგორ მივმართოთ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, რამდენად დაცული იქნება ის, ვინც პოლიციას მიმართავს, რას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს – მორიგ შეხვედრაზე ეს საკითხები განიხილება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი