8 თებერვალს 149 წელი შესრულდა ხარაგაულში პირველი საერო სკოლის დაარსებიდან.
ეს სკოლა გასულ საუკუნეში ხარაგაულის #1 საშუალო სკოლად იწოდებოდა. 2000 წლიდან კი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.
ხარაგაულის გიმნაზიაში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კვირეული მიმდინარეობს. დღეს ღონისძიება, რომლის ავტორიც ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე გახლდათ, გიმნაზიის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებსა და დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა.
გიმნაზიის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში სკოლაში ხატვის კონკურსი – „ჩემი სამშობლო და ჩემი სკოლა“ ჩატარდა. გაიმართა წიგნის კითხვის დღე. ხვალ, 9 თებერვალს, კვირეული ინტელექტუალური ვიქტორინით დასრულდება.
„მადლობას ვუხდით საპატრიარქოს, პატრიარქს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მეუფე მელქისედეკს (ხაჩიძე), მოძღვრებს, რომ ხარაგაულში გვაქვს ოაზისი გიმნაზიის სახით, სადაც ახალგაზრდები პატრიოტული სულისკვეთებით, ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით იზრდებიან, – აღნიშნა ღონისძიებაზე ზეინაბ ბუაჩიძემ, – მომავალ, 2025 წელს განსაკუთრებული თარიღები უნდა ვიზეიმოთ – 150 წელი ჩვენი სკოლის დაარსებიდან, 900 წელი დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან და 25 წელი სასულიერო გიმნაზიის ამოქმედებიდან“.
გიმნაზიის მოსწავლეებმა სკოლის დაფუძნებიდან დღემდე მისი ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო ეპიზოდები გვიამბეს. გაგვაცნეს გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებულ კურსდამთავრებულთა მოგონებები. ხაზგასმით აღინიშნა, თუ როგორ მოევლინა ძნელბედობის დროს გიმნაზიას მეუფე მელქისედეკი, რომლის სიტყვაც – „ყველაფერი კარგად იქნება“, თან სდევდა დღევანდელ ღონისძიებას.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეეობა. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
ზეინაბ ბუაჩიძესთან ერთად საიუბილეო ღონისძიების მომზადებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით მასწავლებელებს – მარინა მუმლაძეს, ნინო ხარაძეს, ნანა კახელს, თორნიკე ბაკურაძეს, თითოეული კლასის დამრიგებლებს.
საიუბილეო თარიღი მიულოცა და შეკრებილი საზოგადოება დალოცა ხარაგაულის ეკლესიის მოძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე). მან ისურვა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იფიქროს ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულზე და ეს საქმით აღასრულოს.
ხარაგაულის გიმნაზიაში გამოჩენილი და საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები აღიზარდნენ. ამ სკოლის საუკუნოვანი ტრადიციები დღესაც გრძელდება და მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი