

ამ წუთებში ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დარბაზში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურულად გამოცხადდა.
ჟურნალისტებს მხოლოდ ამ შეხვედრის პირველ წუთებზე დასწრებისა და დაწყების გადაღების შესაძლებლობა მოგვეცა.
შეხვედრის დასაწყისში იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ მას ყოველთვის უხარია ხარაგაულში ჩამოსვლა. მისი თქმით, მთავარი და ძირითადი ყველგან არის სოციალური პრობლემები. „მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მუშაობს ამ პრობლემების მოგვარებაზე, პრობლემები მაინც რჩება,“ – განაცხადა მან.
გუბერნატორის თქმით, შეხვედრაზე სოციალურ საკითხებზე აპირებენ საუბარს.
იმერეთის გუბერნატორებისგან დახურული შეხვედრები უცხო არ არის.
ბატონი გივის წინამორბედმა, ზაზა მეფარიშვილმა, 2014 წლის 11 მარტს ჟურნალისტებისთვის დახურული შეხვედრა გამართა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
შეხვედრის დახურვის ფაქტი გავაშუქეთ არა მარტო ჩვენ, არამედ ცენტრალურმა მედიამაც.
ამ გაშუქებას შედეგად მოჰყვა ის, რომ შემდეგი შეხვედრა იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ორასკაციან დარბაზში, საჯაროდ, გამართა.
საინტერესოა, რატომ არის სოციალურ საკითხებზე მსჯელობა მედიისთვის დახურული.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი