საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 დეკემბრის #2168 განკარგულებით, პროექტით – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ – 2023 წლის 24 დეკემბერს ხარაგაულში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მთავრობის 2023 წლის 19 დეკემბრის #2279 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას თანხმობა მიეცა, ამ საახალწლო ღონისძიებისთვის გამარტივებული შესყიდვის თაობაზე.
საახალწლო ღონისძიება 24 დეკემბერს 14:00 საათზე, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელთან დაიწყო, ორკესტრისა და კოსტუმირებული გმირების მსვლელობით, და 20:00 საათზე საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ხარაგაულის მერსა და შპს „რუბიკონ გრუპთან“ 2023 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანმხლები ინვოისიდან ირკვევა, რომ ამ საახალწლო ღონისძიებისთვის განკუთვნილი თანხა – 286 271 ლარი – შემდეგნაირად გაიხარჯა:
ა) გასართობი პროგრამა:
ბ) საბავშვო აქტივობები:
გ) დეკორაცია/ინსტალაცია:
დ) პოლიგრაფიული მომსახურება:
– ვიმპელები საახალწლო ვიზუალით – 6 000 ლარი;
ე) ტექნიკური აღჭურვილობა:
ვ) საორგანიზაციო ჯგუფი
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 3 ნოემბერს კულტურისა და დასვენების პარკში გამართული „ხარაგაულობა“ 22 891 ლარი დაჯდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია შპს „რუბიკონ გრუფი“ ასევე მოემსახურა ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს, 2024 წლის საახალწლო ღონისძიებების გასამართად.
ფაქტობრივად ანალოგიურ მომსახურებაში, შპს „რუბიკონ გრუფს“ ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 205 570 ლარი გადაუხადა, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტმა – 99 999 ლარი.
დავინტერესდით, მეზობელი მუნიციპალიტეტების მიერ შპს „რუბიკონ გრუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების დანართი ანგარიშფაქტურებით.
ფასების ცხრილის შედარებით დგინდება, რომ
ხარაგაულში გამართული საახალწლო ღონისძიებისთვის 4 პროდაქშენ მენეჯერი აღმოჩნდა საჭირო, რაშიც 10 408 ლარი გადავიხადეთ, საჩხერეში ანალოგიური მომსახურებისთვის ორ მენეჯერზე – 5 204 ლარია გადახდილი;
საჩხერის საახალწლო ღონისძიებისთვის არ აღმოჩნდა საჭირო გრაფიკოს დიზაინერის, მხატვარ-დეკორატორისა და ფოტოგრაფის მომსახურება, – რაშიც, ჯამში, ხარაგაულში 9 107 ლარი გადავიხადეთ;
ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებაში ჩართული პირების სამივლინებო ხარჯებში 3 691 ლარი გადავიხადეთ, საჩხერეში – 1 691 ლარი დაჯდა;
ხარაგაულში გამართული საახალწლო ღონისძიების ტრანსპორტირების ხარჯები 13 500 ლარს შეადგენს, საჩხერეს შემთხვევაში კი – 5 367 ლარია.
რედაქციისგან – ამ ინფორმაციას გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველები 19 იანვარს გაეცვნენ.
ამ ვებგვერდზე სრული ინფორმაციის შემოთავაზებას ვაპირებდით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამართული საახალწლო ღონისძიებების ხარჯთაღრიცხის შესახებ.
ამ საჯარო ინფორმაციის მოპოვების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას 2023 წლის 20 დეკემბერს მივმართეთ.
ჩვენგან მოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებისა და თითოეული ამ ღონისძიების ხარჯთაღრიცხვის შესახებ, – ხარაგაულის მერიას ამ დრომდე არ მოუწოდებია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი