„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოში საჯარო სკოლების უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს.
1561 სკოლიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას ან ახლის აშენებას. მხოლოდ 28%-ია ახლად აშენებული, გარემონტებული და რეაბილიტირებული.
ამავე კვლევის მიხედვით, საჯარო სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, 64%-ს კი არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.
კვლევის მიხედვით, სკოლებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 87%-ს აქვს სკოლაში კომპიუტერები და პრინტერები.
ამ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სკოლების 90%-ში აქვთ ინტერნეტი, თუმცა, არსებული ინტერნეტი დაბალი ხარისხისაა და სასწავლო პროცესში რთულად გამოიყენება.
ტექნიკის ხელმისაწვდომის პრობლემა იკვეთება ლანჩხუთის, ჩხოროწყუს, დმანისის, სიღნაღის, ჭიათურის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლაში.
ორგანიზაციამ კვლევა მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა.
კვლევის ავტორი ორგანიზაცია აღნიშნავს, ინფორმაცია არ მიაწოდეს გორის, მარნეულის, ზესტაფონის, ბოლნისის, სამტრედიის, კასპის, ქარელის, ახალციხის, ახმეტის, ყვარლის, წალენჯიხის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებმა. ასევე, თბილისის მერიამ და მის ტერიტორიაზე განლაგებულმა ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რესურსცენტრებმა.
საქართველოში ამჟამად 2086 საჯარო სკოლაა, აღნიშნული მონაცემები კი 1561 სკოლიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.
P.S. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 25-ვე საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები განახლებას საჭიროებს. ახალაგებულ კიცხისა და ახლადრეაბილიტირებულ ვერტყვიჭალისა და მარელისის საჯარო სკოლების ლაბორატორიებში კი ახალ ინვენტარსა და საჭირო მასალებს ყოველდღე ელოდებიან.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი