

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო.
ამით, ძალაში დატოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიმართ, მაკა ქასრაშვილის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების ბრძანებასთან დაკავშირებით.
ეს ინფორმაცია თავად მაკა ქასრაშვილმა მოგვაწოდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისში ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი-ხარაგაულის“ ყოფილი კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება; სასამართლომ მაკა ქასრაშვილი თანამდებობაზე აღადგინა, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს კი მისთვის იძულებით განაცდურის გამო ხელფასის ანაზღაურება დააკისრა.
მაკა ქასრაშვილი ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის თანამდებობიდან 2023 წლის იანვარში გაათავისუფლეს.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!