

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
ამ ღონისძიებაზე ქსელის წევრი გამარჯვებული ცენტრები, პარტნიორი მუნიციპალიტეტები, საუკეთესო ტრენერები და ბენეფიციარები დაჯილდოვდნენ:
წლის საუკეთესო ბენეფიციარი – ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარი – ნინო ფატარიძე;
წლის საუკეთესო ტრენერი – ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის, „დეკორატიული სუვენირების დამზადება ეპოქსიტური წებოს გამოყენებით“კურსის ტრენერი – ნანა იარალიშვილი;
საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი;
წლის საუკეთესო ცენტრი – ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი და ქედის სათემო განათლების ცენტრი.
გამარჯვებულებს ზრდასრულთა განათლების ქსელის – GAEN-ის პრიზები და გამომცემლობა დიოგენეს სასაჩუქრე წიგნები გადაეცათ.
შემაჯამებელ ღონისძიებას გერმანიის საელჩოსა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანულ ასოციაცია DVV international-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში ზრდასრულთა განათლების 14 ცენტრი ფუნქციონირებს, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეს ცენტრი 2019 წლის აპრილში გაიხსნა.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის