ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, რომელიც ოფიციალურად დღეს, 24 აპრილს, გაიხსნა, საქართველოში რიგით მეთერთმეტე ცენტრია, რომელიც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და დაფინანსებით ამოქმედდა.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International-ის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის რეგიონალურმა დირექტორმა მაია ავრამოვსკამ, DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლალი სანთელაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, ხარაგაულია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
„გერმანია და საქართველო ბევრ სფეროში თანამშრომლობენ, – ამბობს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, – დიდია ჩვენი თანამშრომლობის სპექტრი კულტურის, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში. მოხარული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ხარაგაულზეც გავრცელდა.
ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია ხარაგაულის მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის. გერმანიისთვისაც არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ აქ ვიძენთ ახალ მეგობრებს. ამ ცენტრში მსურველები მიიღებენ იმ განათლებას, რომელიც მათ სჭირდებათ. ეს არის თანამშრომლობის ნაყოფი როგორც გერმანიასა და საქართველოს მთავრობებს შორის, ასევე – ადგილობრივ მთავრობასთან.“
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის რეგიონალური დირექტორის მაია ავრამოვსკას ინფორმაციით, ზრდასრულთა განათლების პროექტი წარმატებით ხორციელდება საქართველოს რეგიონებში. ეს არის კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები უფასოდ გაიარონ, სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ თუ სამოქალაქო აქტივობებში ჩაერთონ.
ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ზრდასრულთა განათლების ცენტრს მომავალში მხარდაჭერა აღუთქვა. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს ცენტრი იმერეთის რეგიონში პირველად ხარაგაულში გაიხსნა.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორია გიორგი მუხურაძე, ოფისის მენეჯერი – მანანა ტაბაშიძე. ცენტრში დღეისათვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ თექის, მაკრამეს, ჭრა-კერვის, კულინარიის, მეფუტკრეობის, ხის დამუშავების სპეციალობებს. ამ ცენტრის მიზანია, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდეს არაფორმალური განათლების მთავარი კონცეფცია „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“.
2006 წლიდან საქართველოს 7 რეგიონში ზრდასრულთა განათლების 10 ცენტრი დაარსდა ახალციხესა და ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), დაბა ჯვარსა და სენაკში (სამეგრელო), ქედაში (აჭარა), ჩოხატაურში (გურია), ლელიანში (კახეთი), კოდასა და შაუმიანში (ქვემო ქართლი), ამბროლაურში (რაჭა).
ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი