

პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, პარლამენტში მუშავდება წინადადება, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტებში დაახლოებით 20%-იანი თანამონაწილეობა გაიღოს თავად მუნიციპალიტეტმა.
„ფაქტია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მეტწილად ადმინისტრაციული ხარჯები იწევა, კაპიტალური ხარჯები კი ნაკლებია. ეს ვერ დაარეგულირა ვერც თვითმმართველობის კოდექსში ჩანაწერმა, რომლის თანახმადაც არაფინანსური აქტივების, ანუ კაპიტალური ხარჯების, მოცულობა კონკრეტულ წელს არ უნდა იყოს ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები. გარკვეული ობიექტური მიზეზებიცაა, კანონის ეს მოთხოვნა რომ არ სრულდება.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ რეგიონული განვითარების ფონდის (რგფ) პროქტები იმ შემთხვევაში განხორციელდება მუნიციპალიტეტებში, თუ თვითმმართველობა თანადაფინანსებას გაიღებს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება ეს ფორმულა და თვითმმართველობას დაავალდებულებს, რაც შეიძლება მეტი კაპიტალური ხარჯი გაწიოს,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის