თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა შეუერთდა.

თბილისის წიგნის დღეები „ექსპო ჯორჯიაში“ დღეს, 14 ნოემბერს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – 22 დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. პლატფორმაზე – sinatle.media ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით მათი მხარდაჭერა ერთად არის შესაძლებელი.

კამპანიას უერთდებიან გამომცემლობები: „ინტელექტი“, „მედუზა“, „პალიტრა L“, „ზიარი“, „მატარებელი“, „სულაკაური“, „წიგნები ვაკეში“, „ალონი“, „დიოგენე“, „მოუბარი“, „სიესტა“ და „აზროვნების აკადემია“, ავტორები: ლელა ცუცქირიძე და ვასილ გულეური.