ამ წუთებში ხარაგაულის კინოთეატრში „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის, არჩევას აპირებენ.
ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.
კონფერენცია დამოუკიდებელი მედიისთვის დახურულია.
დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებმა, ღონისძიების დაწყებამდე 20 წუთით ადრე, დარბაზში შეღწევა მოვახერხეთ. 300-კაციან დარბაზში, სადაც ააიპების თანამშრომლები, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, არც ერთი თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა. ამის გამო დარბაზის ზედა აივანზე ავედით.
კონფერენციის დაწყებამდე ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თავი „კონფერენციის ორგანიზატორად“ წარმოგვიდგინა და დარბაზის დატოვება მოგვთხოვა.
კონფერენციაზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.
რატომ არ შეიძლება ამ ღონისძიებაზე „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების დასწრება, – ჩვენს ამ შეკითხვაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გვიპასუხეს, რომ თურმე დარბაზში მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ წევრები იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაული“ 2018 წელს, იმ პარტიულ კონფერენციას, სადაც „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მანანა ბარბაქაძე აირჩიეს, ესწრებოდა და გავაშუქეთ კიდეც.
ასევე ვესწრებოდით და გავაშუქეთ „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია 2015 წელს.
„ჩემი ხარაგაულის“ ფოტოები სოციალურ ქსელში
ღონისძიების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი