სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პროექტის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება ეკო სოფლის კონცეფციის შემუშავებით და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიებით სოფელ სახვლარში“.
პროექტის ძირითადი ამოცანებია – ადგილობრივების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ადამიანისა და მტაცებლის კონფლიქტის შესახებ მონიტორინგის გზით. სოფელ სახვლარის თემის ჩართულობის გაზრდა დაცული ტერიტორიების მართვაში „ეკოსოფლის“ კონცეფციის შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდის საშუალებით და სოფელ სახვლარის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ კურსი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, დაცული ტერიტორიების თანამშრომლები და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის ძირითადი თემები იყო გარემოს დაცვა და მისი მნიშვნელობა, დაცული ტერიტორიები, ალტერნატიული ენერგოსაშუალებები, ასევე ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები ეროვნული და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
ტრენინგი საკმაოდ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების ინტერესიდან გამომდინარე გაიმართა დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. მონაწილეებმა პროექტის გუნდთან ერთად ისაუბრეს ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე სახვლარში და ზოგადად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასა და მათ როლზე ეკოტურისტული პროდუქტების შექმნისა და პოპულარიზაციის პროცესში.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი