ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრენ. საქართველოს დელეგაციაში, მთავრობის წევრებთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფება.
ეს ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროექტის – „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება.
„საქართველოდან გერმანიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებთან ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები და ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი არიან, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – დელეგაციაში სულ 8 კაცია.
GIZ-ის პროექტში ჩართული რვა მუნიციპალიტეტიდან (ხარაგაული, ახალციხე, დუშეთი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ქედა, ხაშური) გერმანიაში მე და დუშეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ვიმყოფებით.
დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია. შეხვედრები გერმანიის ფინანსთა სამინისტროს, სხვა მაკონტროლებელ საფინანსო ინსტიტუტებთან და რამდენიმე ქალაქის თვითმმართველობაში იგეგმება. ჩვენ ისეთი ფინანსური მოდელები უნდა გავიზიაროთ, რომელთა დანერგვა ჩვენს რეალობაში ყველაზე ეფექტური და შედეგიანი იქნება“.
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი 28 ოქტომბერს დასრულდება.
პროექტი – „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე“ საქართველოში 2023 წლის ივლისიდან ხორციელდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და 8 მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს შედეგზე ორიენტირებულ, გენდერულად სენსიტიურ და მონაწილეობით საბიუჯეტო პროცესებს ადგილობრივ დონეზე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი