
კახეთისა და გურიის რეგიონში შემოწმებული 15 ყველის ნიმუშიდან 4-ში დარღვევები გამოვლინდა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყველის ნიმუშებს ყიდულობენ და ლაბორატორიებს აბარებენ.
მოწმდება რამდენიმე სანიტარიული მაჩვენებელი: კოლიფორმული ბაქტერიები, სალმონელა და (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი. კვლევები ტარდება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ორგანიზაციები წერილებს სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან აგზავნიან.
დღეისათვის ცნობილია გურჯაანის, თელავისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში აღებული ნიმუშების კვლევის შედეგები.
15 ყველის ნიმუშიდან 4-ში დარღვევები აღმოჩნდა.
გურჯაანის, თელავსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ყველის ნიმუშების კვლევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის გვერდზე.
შემოწმებები ხორციელდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.