მეორე წელია, ხევში საბავშვო ბაღისა და საექიმო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.

ეს შენობები რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვდა და 2021 წელს დაანგრიეს.

რა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები, – ამის გასარკვევად მშენებელ კომპანია „აკა კონტრაქშენს“ დავუკავშირდით. ამ კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლის, ნიკა ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხევის საბავშვო ბაღის შენობა შიგნიდან გალესილია და ამჟამად სამღებრო და იატაკის მოხვეწის სამუშაოები მიმდინარეობს.

ბაღისა და ამბულატორიის მშენებლობას ავტობანის მშენებელი კომპანიისგან თანხების დაგვიანებით ჩარიცხვა აფერხებდა. ნიკა ტაბატაძე ამბობს, რომ ეს პრობლემა მოგვარდა და, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის საბავშვო ბაღის შენობა მზად იქნება.

მისივე თქმით, საექიმო ამბულატორიის შენობის კედლები ახლა ამოჰყავთ და მისი მშენებლობაც სექტემბერში დასრულდება.

ხევის საბავშვო ბაღის ფუნქციონირება, მეოთხე წელია, შეფერხებულია. 2024-2025 სასწავლო წელს ხევში 20 აღსაზრდელი სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი, ხუთი ბავშვი კი ხევის სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფში დადის.

ხევის საექიმო ამბულატორია, მეოთხე წელია, დაქირავებულ კერძო სახლში ფუნქციონირებს.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

„ხევში საბავშვო ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე დროულად უნდა ეზრუნათ“

„ხარაგაულის თვითმმართველობა კანონს არღვევს, როცა ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობას ართმევს“

რატომ ვერ იღებენ სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილი ხეველი ბავშვები საკვებ პროდუქტებს მაინც