

საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 2 ოქტომბერს, დასრულდა.
მშენებელმა კომპანიამ New Road 96 309 131 ლარი დააფიქსირა. სწორედ ამ თანხაზეა გამოცხადებული ტენდერი.
ეს ტენდერი მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული, რიგით მეშვიდე, ტენდერია. წინა ორ შემთხვევაში (2023 წლის მაისის და 2023 წლის ივლისის) მონაწილეობა არც ერთმა კოპანიამ არ მიიღო; ხოლო 2022 წლის ოქტომბერში გამოცხადებული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.
შპს New Road ის კომპანიაა, რომელიც ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზას აგებს.
ამჟამად მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის ტენდერში მონაწილე კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ტენდერში გამარჯვებულმა მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა ხელშეკრულების დადებიდან ორ წელიწადში უნდა დაამთავროს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიულია.
ამ გზის რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩხერიმელას ხეობის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!