ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს, პირველ სექტემბერს, გამოქვეყნდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 34 843 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

„ჩემი ხარაგაულისგან“ მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 სკოლიდან წელს კურსდამთავრებულთაგან (სულ 189) უმაღლეს სასწავლებლებში 105 მათგანი ჩაირიცხა. მათგან სახელმწიფო გრანტი 19-მა სტუდენტმა მიიღო, 6 პირველკურსელი კი უფასო ფაკულტეტებზე ჩაირიცხენ.

 

ხარაგაულელი პირველკურსელებიდან 100%-იანი გრანტი მოიპოვეს:

ნია ფოფხაძემ (ხარაგაულის #2 სკოლა)თავისუფალი უნივერსიტეტი – საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

ნინო ქალდანმა (ხარაგაულის #2 სკოლა)ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფსიქოლოგიის ფაკულტეტი;

არმაზი შავიძემ (ხარაგაულის #2 სკოლა) – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი;

გიგა ბერაძემ (ბორის საჯარო სკოლა) – თავისუფალი უნივერსიტეტი – ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი;

ლიზი ავალიშვილმა (ბორის საჯარო სკოლა) – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი.

 

70%-იანი გრანტის მფლობელია:

ქეთევან მანჯავიძე (სასულიერო გიმნაზია) – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

 

50%-იანი გრანტი მოიპოვეს:

გიორგი კალანდაძემ (სასულიერო გიმნაზია) – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფილოლოგიის ფაკულტეტი;

თაკო სებისკვერაძემ (სასულიერო გიმნაზია) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

ლუკა იჩქიტიძემ (სასულიერო გიმნაზია) – ევროპის უნივერსიტეტი -მედიცინის ფაკულტეტი;

თეკლა ებანოიძემ – (ხარაგაულის #2 სკოლა) ჯიპა – საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

ვახტანგ მაღრაძემ (ხარაგაულის #2 სკოლა) – ტექნიკური უნივერსიტეტი – საერთაშორისო დიზაინის სკოლა;

მურმან ხიჯაკაძემ (ხარაგაულის #2 სკოლა) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი;

საბა ჭყოიძემ (ხარაგაულის #2 სკოლა) – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეკონომიკის ფაკულტეტი;

ნინი ბაკურაძემ (საღანძილის საჯარო სკოლა)- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ისტორიის ფაკულტეტი;

მარიამ ტაბატაძემ (მარელისის საჯარო სკოლა) – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფილოლოგიის ფაკულტეტი;

მარიამ ლაცაბიძემ (მოლითის საჯარო სკოლა) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფსიქოლოგიის ფაკულტეტი;

ზურა ავალიშვილმა (ბორის საჯარო სკოლა) – სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

თამუნა გრიგალაშვილმა (ხევის საჯარო სკოლა) – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეკონომიკის ფაკულტეტი;

ნიკა პაქსაშვილმა (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა) -ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფილოსოფიის ფაკულტეტი.

ყველა პირველკურსელს ვულოცავთ სტუდენტობას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

რედაქციისგან: ვინაიდან პირველკურსელთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ამიტომ ჩვენგან გამოქვეყნებული ეს მასალა, შესაძლოა, სრულყოფილი ვერ იყოს. ამიტომ გთხოვთ, დაგვიკავშირდით, რომ თქვენი წარმატება და სიხარულიც გავიზიაროთ და გავაცნოთ მკითხველებს.