

მოსახლეობაში და პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებშიც კი ძალიან მწირია ან საერთოდ არაა იმის ცოდნა, საიდან აქვს მთავრობას ფული და რაში ხარჯავს. არც სკოლებსა და უნივერსიტეტებში ისწავლება, რატომღაც.
ამიტომ, თუ დაინტერესება დავინახე, ამ თემაზე დავწერ ხოლმე, – ამბობს ბესო ნამჩავაძე, – ეკონომისტი და ანალიტიკოსი.
პირველ რიგში: მთავრობის ფული არ არსებობს!
„მთავრობის ფულს“ რასაც ვეძახით, ამ ფულს წლის განმავლობაში მთავრობა მოსახლეობას სხვადასხვა გზით ართმევს და მერე ამ ფულს ხარჯავს.
ამ პროცესს – ფულის გამორთმევას და დახარჯვას ჰქვია ბიუჯეტი.
საქართველოში ძირითადად 2 ბიუჯეტიდან იხარჯება ფული – სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ანუ ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტიდან) და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (ანუ მერიის ბიუჯეტიდან). გამონაკლისია აჭარა, სადაც ამ 2 ბიუჯეტს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ემატება.
საქართველოში რადგან დეცენტრალიზაციის დონე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობების როლი დაბალია, ფულს, ძირითადად, ცენტრალური მთავრობა გვართმევს და ხარჯავს.
2023 წელს, მაგალითად, ყველა ბიუჯეტიდან ერთად უნდა დაიხარჯოს 25 მილიარდი ლარი და აქედან, 22 მილიარდს ცენტრალური მთავრობა დახარჯავს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
ამიტომ პოსტებში, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტზე დავწერ.
2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შევიდეს 22 მილიარდი ლარი. საიდან იღებს მთავრობა ამ ფულს?
დანარჩენი სხვა დროს…
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში