2023 წლის პირველი სექტემბრიდან სალარო აპარატების სააბონენტო მომსახურების საფასურის განაწილება ფასიანი ხდება.
განაწილება გულისხმობს სააბონენტოს ორ ეტაპად (6-6 თვე) გადახდას. გადახდის ამ მეთოდის არჩევის შემთხვევაში, პირველი 6 თვის შენატანს 10 ლარი დაემატება; მაგალითად, თუ წლიური გადახდის შემთხვევაში იხდიდით 120 ლარს, განაწილების შემთხვევაში პირველადი შენატანი იქნება 70 ლარი (60 ლარი სააბონენტო + 10 ლარი განაწილების საფასური). მეორე გადახდა იქნება მხოლოდ 60 ლარი.
აქვე გაცნობებთ, რომ სააბონენტო წლის დახურვის შემდეგ სალარო აპარატის მფლობელს უფლება აქვს, უარი თქვას განაწილებულ გადახდაზე და ერთი წლის საფასური ერთიანად გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში მას განაწილების თანხა აღარ დაერიცხება.
სალარო აპარატის მფლობელმა რომ ახალი საკონტრაქტო წლის დასაწყისიდან ისარგებლოს ერთიანი გადახდით (განაწილების გარეშე), DY ბალანსზე უნდა ჩარიცხოს ერთი წლის ღირებულება და პროგრამა ავტომატურად გადართავს ერთიანი გადახდის ტიპზე. აუცილებელია, რომ ერთი წლის გადახდა მოხდეს ახალი საკონტრაქტო წლის დაწყების პერიოდში და არა საკონტრაქტო წლის მეორე გადახდის დროს.
აქვე გაცნობებთ, რომ 2023 წლის 29 სექტემბრიდან ყველა აბონენტს, ყოველწლიურად (ერთჯერადად) დაერიცხება მომსახურების საფასური 5 ლარი ოდენობით; იხდით სააბონენტო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. თუ თქვენ განაწილებით იხდით სააბონენტოს, ასეთ შემთხვევაში მომსახურების საფასურს გადაიხდით პირველ გადახდასთან ერთად.
მომსახურების საფასური მოიცავს:
გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომსახურების და განაწილების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პროგრამა არ ააქტიურებს სალარო აპარატს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ავტობანის მიმდებარე
„კივიტას გეორგიკა“ აგრძელებს მიგრაციის
9 სექტემბერს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში პარტია