

ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ორგანიზებით მედია სემინარი მიმდინარეობს.
სემინარს ესწრებიან ცენტრალური და რეგიონული მედია ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოში სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები და პროექტის ფარგლებში განხორციელებული რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის – „სურსათის უვნებლობასთან და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცოდნა, დამოკიდებულებები და ქცევა შეისწავლა“ შედეგები.
კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე – https://bit.ly/3Y8ut1q
სემინარი ტარდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
@საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.
კვლევა მოამზადა:
@ACT – Analysis and Consulting Team
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული