

ხარაგაულში „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროგრამაში ხუთმა საპროექტო იდეამ გაიმარჯვა.
საკონკურსოდ წარდგენილი 19 იდეიდან გამარჯვებულებული მოქალაქეებმა ხმის მიცემით გამოავლინეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესში 5 ათასზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა. თითოეულ მათგანს სამ-სამი პროექტისთვის მხარდაჭერა შეეძლო. სულ შესულია 6 767 ხმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მომავალ კვირაში ამ გამარჯვებული იდეების პროექტირებისთვის ტენდერს გამოაცხადებენ.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ თითოეული იდეის განხორციელება 30 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თანხის ეკონომიის შემთხვევაში შესაძლებელია, ამ პროექტებს მომდევნო გამარჯვებული იდეაც დაემატოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროგრამისთვის 150 ათასი ლარია განსაზღვრული.
ეს პროგრამა 2022 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა და ექვსი პროექტი განხორცილდა.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა