სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო. ამ თანხით შემდეგი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი (მითითებულია პროექტების სავარაუდო ღირებულება):
- საღანძილეში მევლუდი რამიშვილის საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარედ გზის ზედა მხარეს საყრდენი კედლის მოწყობა – 19 966 ლარი;
- ხარაგაულში კიკნაძის ქუჩაზე დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენა – 56 478 ლარი;
- მირონწმინდაში ტაძრისკენ მიმავალ გზაზე საყრდენი კედლის მოწყობა – 45 783 ლარი;
- ვახანში გზის საყრდენი კედლის მოწყობა – 26 890 ლარი;
- ისლარში სანიაღვრე არხის მოწყობა – 9 491 ლარი;
- უბისაში საყრდენი კედლის მოწყობა – 28 113 ლარი;
- ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 ადგილზე საყრდენი კედლის მოწყობა – 38 407 ლარი;
- ბორითში გაბიონის მოწყობა – 20 631 ლარი;
- მაქათუბანში გზის საყრდენი კედლის მოწყობა – 8 509 ლარი;
- ხევში გაბიონის მოწყობა – 69 767 ლარი;
- გოლათუბანში გზის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრება – 58 025 ლარი;
- ისლარში ორ ლოკაციაზე სტიქიისგან დაზიანებულ გზაზე საყრდენი კედლის/გაბიონის მოწყობა – 181 228 ლარი;
- დეისში სტიქიისგან დაზიანებულ გზაზე საყრდენი კედლის/გაბიონის მოწყობა – 60 812 ლარი;
- ღუდუმექეთი-ვანის სასოფლო გზის დაზიანებულ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობა – 29 016 ლარი;
- საღანძილეში ლიკიდურის უბანში მდინარე ჯონჯოურაზე ხიდის მოწყობა – 132 396 ლარი;
- ხარაგაულში მდინარე ჯიხველაზე საცალფეხო ხიდის მოწყობა – 31 746 ლარი;
- მირონწმინდაში სანიაღვრე არხის მოწყობა – 25 146 ლარი;
- ისლარში მდინარე ჯიხველას კალაპოტში (დათუნა კიკნაველიძის სახლის მიმდებარედ) საყრდენი კედლის მოწყობა – 41 828 ლარი;
- ისლარში მდინარე ჯიხველას კალაპოტში (პაატა პაქსაშვილის ეზოს მიმდებარედ) საყრდენი კედლის მოწყობა – 4 258 ლარი.
ეს პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა. პროექტების განხორციელების სავარაუდო ვადა 2026 წლის მაისი-ნოემბერია.