ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში საბავშვო ბაღისა და ამბულატორიის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადებას 17 ივლისის კვირაში გვპირდებიან.
ამის შესახებ ინფორმაცია რიკოთის ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის გარე კომუნიკაციების მენეჯერის, დავით სუჯაშვილისგან მოვიპოვეთ. ის ამბობს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მზადაა და ტენდერს ავტობანის მშენებელი ერთეტაპიანი, ერთი კონვერტის პრინციპის სატენდერო პროცედურით წარმართავს.
ორი წელია, რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის ფუქნციონირება შეფერხებულია, – გასულ სასწავლო წელს ამ საბავშვო ბაღის უფროსჯგუფელებისთვის მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებდა, ხევის საჯარო სკოლის შენობაში. ხევის საბავშვო ბაღის 17 აღსაზრდელი კი სკოლამდელი განათლების მიღმა აღმოჩნდა.
ხევის საექიმო ამბულატორიისთვის ფართი, ამ დრომდე, კერძო პირის სახლშია დაქირავებული.
ამავე თემაზე
ხევში საბავშვო ბაღი, სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისისთვის აშენდება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.