

გუშინ, 29 ივნისს, საღამოს, ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოსული უხვი ნალექის გამო მდინარე ჩხერიმელა ადიდდა, ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარედ ჯებირი და შენობის საყრდენი კედელი მოანგრია, წყალმოვარდნის გამო, კინოთეატრის შენობაში სარეპეტიციო დარბაზი დაზიანდა.
კინოთეატრში შესვლა სახიფათოა. ამიტომ დღეს დაგეგმილი ღონისძიება – სამუსიკო სკოლის მიუზიკლი „კონკია“ ვერ გაიმართება. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ვარაუდობს, რომ ვერ ჩატარდება ივლისში კინოთეატრში დაგეგმილი სხვა ღონისძიებებიც.
მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ამ შენობის სარეპეტიციო დარბაზისა და საყრდენი კედლის აღსადგენად შესაბამისი დაფინანსების მოძიების მიზნით ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ.
ამავე თემაზე
უხვმა ნალექმა ჩხერიმელას ხეობის სოფლების ინფრასტრუქტურა დააზიანა
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა