

ხარაგაულის სახალხო თეატრი დღეს, 22 ივნისს, 19:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლს გამართავს.
„დოდოს მოლოდინში“ – ეს სპექტაკლი დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა.
„რამდენი ხანია, უკვე ამ დღეს ველოდებით, რამდენი ხანია უკვე ჩვენი გმირების ცხოვრებას ვირგებთ, მათი სახეების შექმნაზე ვფიქრობთ, მათ საფიქრალზე გვეფიქრება, ზოგჯერ გვეტირება და ზოგჯერ გვეცინება კიდეც, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ვნერვიულობ და სხვებსაც ვანერვიულებ.
მოკლედ ამ ამბებში უკვე პრემიერის დღე დადგა – მესხიშვილის სცენაზე ჩვენი საყვარელი ავტორის, დათო ტურაშვილის პიესას ვითამაშებთ“.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ირინე ჩხეიძე – სპექტაკლმა ადამიანი პრობლემაზე უნდა დააფიქროს
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!