საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, საკრებულოში დროებითი კომისიის შექმნის შესახებ, საკრებულომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ამ ფრაქციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი წყალაფორეთში, ხონში, ფარცხნალსა და ზედუბანში ჭაბურღილების მოწყობისა და 2020 წლიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სამივლინებო თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლას ითხოვს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პასუხში, რომელსაც ხელს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე აწერს, ნათქვამია, რომ „მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით საკრებულოში შექმნილია ხუთი მუდმივმოქმედი კომისია. ცალკეული საკითხების შესასწავლად დამატებითი კომისიის შექმნას კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ჭაბურღილების მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციების მოძიება და გაანალიზება სრულიად შესაძლებელია საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის (რომლის შემადგენლობაში თქვენც შედიხართ) ფარგლებში.
მუნიციპალიტეტში სამივლინებო თანხების ეფექტიანობისა და ზოგადად საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებულ საკითხებს, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, სწავლობენ სახელმწიფო აუდიტისა და მერიის შიდა აუდიტის სამსახურები, რომლებიც გასცემენ შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებით“.
თორნიკე ავალიშვილის თქმით, მისთვის საკრებულოს პასუხი არაკომპეტენტური და უკანონოა. უახლოეს დღეებში ის აპირებს, რომ მოიწვიოს ფრაქციის სხდომა, სადაც სამომავლო სამოქმედო გეგმას დასახავენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჭაბურღილების უხარისხოდ დამონტაჟებისა და მუნიციპალიტეტის მერისთვის მივლინების გაცემის კანონიერების საკითხი თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს 5 ივნისის სხდომაზე დააყენა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი