დღეს, 5 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის შესახებ ისაუბრა.
მან ამ საკითხზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, როცა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი დეპუტატ ქეთევან ზუმბაძის შეკითხვას პასუხობდა, თუ როდის მოწესრიგდება ხარაგაულში „ღია ესტრადა“ და როდის იგეგმება კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებელობა.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ხარაგაულში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. თორნიკე ავალიშვილი კი საქარიქედში, ვარძიასა და წყალაფორეთში ჭაბურღილების მოწყობის შემდეგ უწყლოდ მყოფი მოსახლეობის პრობლემებზე, ასევე სოფლებში უხარისხოდ დაგებულ გზებსა და ხიდებზე საუბრობს.
თორნიკე ავალიშვილი საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის არამიზნობრივი მივლინებების გაცემის შესახებ დოკუმენტების წარდგენასაც აპირებდა. მას თან ჰქონდა ინფრასტრუქტურული პროექტების ფოტოები.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ თორნიკე ავალიშვილს შესთავაზა, რომ ინფრასტრქუტურულ პროექტებზე მსჯელობა მერიის კულტურის სამსახურის ანგარიშის განხილვის შემდეგ გაეგრძელებინათ.
მისივე თქმით, „საკრებულო ნაცმოძრაობის წარმომადგენლებისგან ხარვეზიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და მათზე შესაბამისი რეაგირებისთვის მზადაა“.
თორნიკე ავალიშვილმა მის ხელთა არსებული დოკუმენტების კოლეგებისთვის წარდგენა ვერ შეძლო, რადგან ის და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სიტუაციის განმუხტვის მიზნით თორნიკე ავალიშვილი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მოგვიანებით ამ ფრაქციის წევრები დარბაზში დაბრუნდნენ, თავად თორნიკე ავალიშვილი კი სხდომაზე აღარ მოსულა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ხვალ, 6 ივნისს, საკრებულოს წერილობით მიმართავს და მის მიერ წარდგენილი ფაქტების შესასწავლად კომისიის შექმნას მოითხოვს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი