

პარკების მწარმოებელი კომპანიები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისსა და მარნეულში შეამოწმა.
დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი, დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში.
ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდეგ, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენს.
პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამო პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!